
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პრაქტიკულ, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მოამზადეს პლაკატი, თემაზე - „თამბაქოს მავნე ზემოქმედება“.
ბავშვებმა ისაუბრეს თამბაქოს მავნე და უარყოფითი თვისებებზე, ასევე განიხილეს ჯანმრთელობაზე მისი გავლენა და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას პედაგოგი ევგენია კარაპეტიანი ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.
დღე შემეცნებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, მათ თავიანთი შემქნილი პლაკატი სასწავლო სივრცეში განათავსეს, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით.
იხილეთ ფოტოები: