უჩხოს საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა რეგიონალურ თამაშებში პირველობა არ დათმო
26-02-2024
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში ფრენბურთელ ვაჟთა გუნდის მორიგ სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

16-18 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, ვაჟთა შორის გაიმართა რეგიონალური შეჯიბრება, სადაც  უჩხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლის ვაჟთა გუნდმა, როგორც გასულ წელს, წელსაც პირველობა არავის დაუთმო. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსუსრვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203