დაბა სტეფანწმინდის N1 სკოლის მასწავლებელი და მოსწავლეები ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
26-02-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოწაფეებს არაერთ ღონისძიებაში რთავენ და მათ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს ახალისებენ.

ახლახან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, განათლების განყოფილების ორგანიზებით, ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები - თამარ შარაბიძე, ინგა სანიკიძე და მამუკა ჭანტურაია ესტუმრნენ და ალექსანდრე ყაზბეგის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.

დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს დამსწრეებს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203