აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ
23-02-2024
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ. ამ მხრივ კი, არაერთი თემატური ღონისძიება ეწყობა.
გამონაკლისი არც წინასაახალწლო პერიოდი ყოფილა. მე-3 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი - ჯილდა მირცხულავა ზუგდიდის მუნიციპიტეტის სოფელ რუხში არსებულ მოხუცთა სახლს - „ჩემი მორდუ“ ესტუმრნენ. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებთან შეხვედრა წინასწარ დაიგეგმა, რათა ახალ წელს, ისინი მცირედით მაინც გაეხარებინათ და მათთვის დღე გაეხალისებინათ.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, მათ ღონისძიება გამართეს და ბენეფიციარების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„დიდი სითბოთი და სიყვარულით დახვდნენ ფოიეში გამოპრანჭული ბებიები და ბაბუა. ბავშვებმა მცირე ღონისძიება მოაწყვეს, მათთთან ერთად საერთო მხიარულებაში ბებიებიც ჩაერთნენ, სევდანარევი სიხარულით. ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის, ისინი ემოციებით სავსენი დაბრუნდნენ სკოლაში, თურმე რამხელა ემპათიის უნარი ჰქონიათ ამ პატარებს! მათ მომავალშიც დაგეგმეს ახალ მეგობრებთან სტუმრობა“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია