აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
27-02-2024

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს როგორც საგნობრივ დისციპლინებს, ისე როგორც საკუთარი ისე სხვების უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან. 

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში V-VI კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ბავშვთა უფლებების თემაზე, რომელიც უკავშირდებოდა ბავშვის უფლებათა კონვენციის საიუბილეო თარიღს. 

შეხვედრის მიზანი იყო პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და არსებული საფრთხეების პრევენცია, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.

ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ, სადაც ნათლად არის გაწერილი ბავშვის ყველა უფლება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ უფლება ნიშნავს ადამიანისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების მიზნით განახორციელოს მოქმედებები, დაიცვას საკუთარი ინტერესები და სხვებსაც მოსთხოვოს ამ უფლებების დაცვა. გაიაზრეს, რომ არ არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მოვალეობა.

ნახეს ნაწყვეტები ფილმებიდან - „საოცრება“, „ჰარი პოტერი-ფილოსოფიური ქვა“, „დამბო“, ამოიცნეს, თუ რომელი უფლება იყო დარღვეული და სწორად ჩამოაყალიბეს ამ უფლებების დაცვის აუცილებლობაზე თავიანთი არგუმენტები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203