მარტყოფის N1 სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
23-02-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორის იყო, 18 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „განავითარე შენი რეგიონი“ გამართული დასკვნითი ღონისძიება.

პროექტში, რომელიც ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე იყო ორიენტირებული, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 20 სკოლა მონაწილეობდა.

აღნიშნულ მოსწავლეებს შორის იყვნენ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: ნიაკო ლორიაშვილი და სალომე ითაშვილი, რომელთა დამრიგებელი ქეთევან ჭიჭიკოშვილი გახლავთ.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ შესაძლებლობაში, სადაც მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203