ცოდნისკარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მეორადი ნივთებისგან ჩიტის სახლები შექმნეს
23-02-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მათ ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

ამჯერად, მოსწავლეთა გარემოსდაცვითი აქტივობის თემა იყო - როგორ დავიცვათ სისუფთავე შინ და გარეთ? ხოლო მიზანი ნარჩენების მეორადი გამოყენება. 

აქტივობა მასწავლებელმა - ნათია გელაშვილმა პირველკლასელებს შესთავაზა. 

მოსწავლეებმა გამოუყენებელ ნივთებს მეორე სიცოცხლე აჩუქეს, ფრინველის სახლები დაამზადეს და ბუნებაში განათავსეს. 

„ჩიტები სახლის შექმნით გარემოსაც დავეხმარეთ და ჩიტებსაც“,- აღნიშნავენ მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203