
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში, სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, მოსწავლეები სხვადსხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და უკვე მეორე წელია გეზრბენში, უპირობოდ ლიდერობენ.
ამჯერადაც, 2024 წლის კახეთის ჩემპიონატებზე დაძაბული კონკურენციის მიუხედავად, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და პირველობა არავის დაუთმეს.
სკოლის დირექცია და დირექტორი ზაზა მუმლაძე, მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მათ კიდევ მრავალი გამარჯვებისკენ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: