„მოგზაურობა ევროპაში“ -  საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას თბილისის N161 საჯარო სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა
23-02-2024

თბილისის N161 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს ევროპულ ფასეულობებზე ზრდიან, მათ სწორ ღირებულებებს უღვივებენ და აერთიანებენ ისტორიული სიტყვების -  „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“, გარშემო. 

შესაბამისად, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ამ მნიშვნელოვან მოვლენას, სკოლაში ღონისძიება -„მოგზაურობა ევროპაში“, მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, შეასრულეს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი, წარმოაჩინეს ტრადიციული სამოსი, ცეკვა, ნაციონალური სამზარეულო და ღირსშესანიშნაობები.

მოსწავლეებმა წარადგინეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები: პოლონეთი - ნონა ჭრელაშვილმა; საბერძნეთი - მარიკა გივიაშვილმა; ბულგარეთი - მარინა წურწუმიამ; პორტუგალია - ქეთი მაისურაძემ; საფრანგეთი - თეონა ალექსიძემ; ნიდერლანდები - მაცაცო იმნაძემ; გერმანია - ირმა ანდღულაძემ; დანია - ნინო ნარინდოშვილმა; საქართველო - მაკა ორაგველიძემ; რუმინეთი - ლალი მიროტაძემ; ესპანეთი - ინგა ქევხიშვილმა; ფინეთი - ნინო თავართქილაძემ; შვედეთი - ნანა ჩაკვეტაძემ; უნგრეთი - ნინო ნიკოლაძემ; იტალია - თათა ლაღიძემ; ბელგია - თამუნა ძაძამიამ; ესტონეთი - მზია ქურიძემ; ხორვატია - თინა ჩხაიძემ; ავსტრია - ეკა ლოლაშვილმა; მალტა - მარინა მორჩილაძემ; ჩეხეთი - მარინა ბუგიანიშვილმა და ლატვია - რუსუდან მიქაძემ. 

ღონისძიება დაუვიწყარი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის, მათ უკეთ გაიაზრეს საქართველოსთვის ევროპული ოჯახის წევრობის მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203