ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
23-02-2024
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, სხვადასხვა საინტერესო თემასთან დაკავშირებით შეხვედრები აქტიურად ტარდება.
ამჯერად, სკოლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებმა მე-12 კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, როგორც გვიყვებიან, დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს.
მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა.
ბავშვებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რაც შემდგომ უნივერისტეტის არჩევისას აუცილებლად გამოადგებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს