ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში
23-02-2024

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

15-18 თებერვალს, ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა აჭარის რეგიონული თამაშები მინი ფეხბურთში და გეზრბენში

შეჯიბრში მონაწილეობდნენ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები. 

გეზრბენში I ადგილი - ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს, ისინი, ასევე I ადგილის მფლობელნი მინი ფეხბურთში გახდნენ. 

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, რის გამოც სკოლა ამაყობს.

სკოლაში, გამარჯვებულ გუნდებს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და კვლავ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203