
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა „კინგსის“ ოლიმპიადის გამარჯვებული დავით შავაძე.
„კინგსის“ მათემატიკურ ოლიმპიადის 2023 წლის გამარჯვებულს, სკოლის VI კლასის მოსწავლეს - დავითი შავაძეს, საქართველოს მაშტაბით, პირველი ადგილის მოპოვებისათვის პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: