წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის X კლასში მუსიკის პედაგოგმა - მზია შავგულიძემ საინტერესო პროექტი განახორციელა
23-02-2024
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ.

ამჯერად, X კლასში, მუსიკის პედაგოგმა - მზია შავგულიძემ, პროექტი  განახორციელა. მისი თემა იყო  60-80-იანი წლების მუსიკალური ათწლეულები, როგორც ცვლილებების აფეთქების მატარებელი მსოფლიოში, რომელმაც მუსიკალურ ინდუსტრიაში უდიდესი გარდაქმნები გამოიწვია.

მოსწვალეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, საინტერესოდ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და თემატური პოსტერიც მოამზადეს. 

„კლასში იმ ეპოქალურ ათწლეულეში წარმოშობილ მრავალფეროვან მოძრაობებსა და ჯგუფებზე ისაუბრეს, რომლებმაც არა მხოლოდ შექმნეს დაუვიწყარი მუსიკა, არამედ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს პოპ კულტურასა და სტილში, რაც მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და კულტურული ცვლილებების ასახვა იყო“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203