პტენის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
23-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე მარიამ ბერიძე დამსწრე საზოგადოების წინაშე მომხსენებლად, საინტერესო პრეზენტაციით წარდგა. მან ამ დღის დაარსების, მისი მნიშვნელობის შესახებ საინტერესოდ ისაუბრა და მოძიებული ინფორმაციები მსმენელს დიდი მონდომებით გააცნო.

მოსწავლეს, თანასკოლელები და თანაკლასელები დიდი ინტერესით უსმენდნენ. მათ ამ დღეს საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ  იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203