დედოფლისწყაროს N2 სკოლაში, თემაზე - „ადრეული ქორწინება“, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
23-02-2024
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ სკოლაში, საინტერესო თემებზე შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში, თემაზე - „ადრეული ქორწინება“ საინტერესო შეხვედრა და აქტივობები მოეწყო. თემასთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა-რუსუდან კორკოტაშვილმა გაკვეთილზე სკოლის ექიმი თეა ყოჩიაშვილი მიიწვიეს. ის საინტერესოდ ესაუბრა მოსწავლეებს და ბავშვების დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

„ადრეული ქორწინება“ - ამ საკითხის განხილვა მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებაში. ადრეული ქორწინება განსხვავებულ გავლენას ახდენს გოგონებსა და ბიჭებზე. პრობლემები ექმნება მათ ჯანმრთელობას, ფიზიკურ განვითარებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ამ დღეს საინტერესო, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203