საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში დებატები გაიმართა
23-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი Peak Of Changes/ცვლილებების პიკი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს დიდი მონდომებით ახორციელებენ.

ამჯერად, კლუბის ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა მიქავას ინიციატივით, სკოლაში, მე-7 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით კარლ-პოპერის ფორმატის დებატები ჩატარდა (პირველი ტური და ნახევარფინალი).

მტკიცებითი გუნდი შედგებოდა მოსწავლეებისგან: ნიკოლოზ ბრეგვაძე, ნინი ქალდანი და ნინი აბრამიშვილი. ხოლო, უარმყოფელი გუნდი მოსწავლეებისგან: საბა ჭკადუა, ბარბარე სულხანიშვილი და მარიამ კენჭოშვილი იყო დაკომპლექტებული.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კლუბის წევრები: ლუკა შაინიძე, ზუკა ბრეგვაძე,მარიამ წიფიანი და საბა მანაგაძე.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს საინტერესოდ, არგუმენტირებულად იმსჯელეს, მოსაზრებები გამოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

დებატებს ესწრებოდნენ ასევე მე-7 კლასის დამრიგებელი მარიკა ფოჩხიძე, სკოლის დირექტორის მ/შ ნინო დევნოზაშვილი, მშობელი-ნინო კარგათელი და მე-11 კლასის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს არგუმენტირებულად მსჯელობის უანრებს უვითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203