ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა საინტერესო მეთოდსა და მიდგომას იყენებენ, რომლის მეშვეობითაც გაკვეთილები მეტად საინტერესო ხდება.
ამჯერად, მე-3 კლასში, მასწავლებელმა, ლალი მილორავამ კითხვის სამფაზიანი გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ წაკითხულის შესახებ ვარაუდები გამოთქვეს, წაიკითხეს ტექსტი პაუზებით, გააჟღერეს სხვადასხვა დონის შეკითხვები და შეავსეს კოგნიტური სქემები.
პედაგოგმა, როგორც გვიყვებიან, გაკვეთილზე დიფერენცირებული მიდგომა გამოიყენა - მოსწავლეებს მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი დავალებები მიეცათ, რომლებიც მონდონებით შეასრულეს.
ეს დღე საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: