„1832 წლის შეთქმულების გავლენა ქართულ ლიტერატურაზე“- საინტერესო ღია გაკვეთილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
23-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასში, პედაგოგ ლიკა დევნოზაშვილის ხელმძღვანელობით, თემაზე - „1832 წლის შეთქმულების გავლენა ქართულ ლიტერატურაში“ საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თემები: „საუკუნის ტრაგიკული დასაწყისი“, „ქართული რომანტიზმის ინდივიდუალიზმი“, „1832 წლის შეთქმულების გაცემა, როგორც ეროვნული იდეალების საბოლოო მარცხი“, „თერგდალეულები მამათა და შვილთა ბრძოლა“ გაინაწილეს. ბავშვებმა თემების გარშემო საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. 

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის. გაკვეთილზე მათ ცოდნა წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ქვეყნის ისტორიას უკეთ აცნობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203