
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, ინგლისურ ენაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა.
მოსწავლეებმა შეიტყვეს კალიგრაფიის - ლამაზად წერის ხელოვნების შესახებ.
ინგლისურის მასწავლებლის წინასწარ შერჩეული ტექსტები ლამაზად გადაწერეს და მიიღეს სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები.
ღონისძიებას პედაგოგები - ფიქრია გაბრიჭიძე, მაგდა მანთაშაშვილი, თინათინ ქველიაშვილი ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: