„მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
23-02-2024
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით მნიშვნელოვანი თარიღები დიდი ენთუზიაზმით აღინიშნება.

გამონაკლისი არც მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოფილა. ამ დღესა და საგაკვეთილო თემასთან (IX კლასი „ისტორიის გზასაყარზე“ და VII კლასი „სამშობლო უფრო ღრმადაა“) დაკავშირებით, აქტივობა: „მშობელ მიწაში მიდგას ფესვები“ მოეწყო.

აქტივობაში მონაწილეობდნენ: VIIVIIVIIIX, IX და IX კლასების მოსწავლეები, რომლებმაც თავდაპირველად, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, შემდეგ კი ლექსები უძღვნეს სამშობლოსა და მშობლიურ ენას.

მოსწავლეებმა ასევე PowerPoint-ის გამოყენებით მოამზადეს პრეზენტაციები, თემებზე: „მშობლიური ენის საერთაშორისო დღის ისტორია“, „მშობლიური ენის წარმოშობა“, „ენის სიწმინდის დაცვა“ და „ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ქართულ ენასთან დაკავშირებით“.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა, ასევე შექმნეს ნახატები, პოსტერები და ისტორიულ-საინფორმაციო წიგნები მშობლიური კუთხის - წყალტუბოს შესახებ და მოაწყვეს გამოფენა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ს.ქობალია და თ.გრიგოლია.

აქტივობას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, ისტორიის პედაგოგი თ.თუთბერიძე და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელი ლ.ტყაბლაძე, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ეს დღე და როგორც გვიყვებიან, სიტყვიერი მადლიერებით დააჯილდოვეს მოსწავლეები.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203