მეგობრული ჟესტი - ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა დამკვიდრდა
25-05-2018

ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება - ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა. 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი.

„როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ 2018 წელი ლიტვა-საქართველოს მეგობრობის წლადაა გამოცხადებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203