მინაძის საჯარო სკოლის პატარა მოჭადრაკეები და მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების წარმოსაჩენად ჩატარებული შიდასასკოლო ღონისძიება
23-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივირებას და განვითარებას უწყობს ხელს.

ამჯერად, სპორტის მასწავლებლის, დიანა გოგოლაძის ინიციატივით, დაწყებით საფეხურზე, ჭადრაკში შიდასასკოლო ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა საინტერესო ლექსები და რითმოცანები წარმოადგინეს ჭადრაკის შესახებ. 

მოსწავლეებმა მაქსიმალური მონდომებითა და ინტერესით იასპარეზეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მონაწილეებს გადაეცათ სიგელები. 

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203