
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა მეტად საინტერესო და სახალისოა.
საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, ამჯერად მე-10ა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. მოსწავლეებმა დავალება ქართული ენის გაკვეთილისთვის შეასრულეს. მათ თათქარიძისეული და თანამედროვე სახლის მაკეტი შექმნეს.
საინტერესო დავალება მეათეკლასელებს - მასწავლებელმა არევიკ გაბრიელიანმა შესთავაზა, რომელიც მოსწვლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: