ეფრემოვკის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
23-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

წიგნის საჯარდ კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება lll კლასში ქართული ენის მასწავლებელმა - შორენა მაღრაძემ ჩაატარა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მოთხრობები, წაკითხულ თემის გარშემო მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს. ბავშვებმა ასევე ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

​წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203