დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ფილმის ჩვენება მოეწყო
23-02-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის ხალისიანი აქტივობებით წარმართვასა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, VIII კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე პროექტის - „ადამიანი და გარემო“, ფარგლებში უყურეს ფრანგი მწერლის ჟან ჟიონის მოთხრობის საფუძველზე შექმნილ ანიმაციურ ფილმს - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი ემსახურებოდა მოსწავლეებში მდგრადი განვითარების ცნობიერების ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელმა ნონა თოდუამ მოსწავლეებს დაავალა ესეს დაწერა, თემაზე - „ადამიანი და გარემო“, ინიციატივაში კი, მოსწვალეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.

გაკვეთილი სახალისო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი აღმოოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203