ნოღოხაშის საჯარო სკოლის დირექციამ მესამეკლასელი ნინო კუპრეიშვილი საგნობრივ ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა 
23-02-2024

ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა მესამეკლასელი ნინო კუპრეიშვილი, რომელმაც 2023-2024 წლებში „კინგსის“ ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, ორგზის გაიმარჯვა და მეორე, საპრიზო ადგილი დაიკავა ინგლისურ ენისა და ქართულ ენის ოლიმპიადებში. 

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის ახალისებენ, შესაბამისად სკოლის დირექციამ მესამეკლასელს გადასცა სიგელი და სიმბოლური საჩუქარი.

სკოლის დირექციას არც მასწავლებელთა ღვაწლი გამორჩენია. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის საგნის მასწავლებლებს დარეჯან ცომაიასა და მარინა ჯიქიას გაწეული შრომისათვის, და შემდგომ წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203