
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი საინტერესო, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივბებითაა დატვირთული.
ამჯერად, მასწავლებელ ჰაიკანუშ იორდანიანის ინიციატივით, XII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე გააანალიზეს ქართული სახელმწიფოებრიობის თემა და დაამზადეს პლაკატი, სათაურით - „ჩვენ და სახელმწიფო“.
სკოლაში აღნიშნეს, რომ ყველა მოქალაქემ, განურჩევლად ასაკისა, უნდა იცოდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სახელმწიფოს შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატი დაამზადეს და კლასში გააკრეს, რათა სხვა ბავშვებიც გაცნობოდნენ და თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ.
იხილეთ ფოტოები: