განმუხურის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ
23-02-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული კურსდამთავრებული აღუზრდია, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

ამჯერად, სკოლა მოხარულია გვამცნოს, რომ წარჩინებული კურსდამთავრებულები, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის მედლებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა: რენო ახალაიამ, ლევან ახალაიამ და სოფიკო ნინუამ, გაწეული შრომისა და მიზანდასახულობისთვის, ღირსეული ჯილდო დაიმსახურეს. 

სკოლა დიდი სიამაყით ულოცავს ახალგაზრდებს მიღწეულ წარამტებას და მათ წინსვლას უსურვებს. 

„წარმატებულებო, საამაყოებო, გილოცავთ თქვენი შრომით მოპოვებულ პირველ ჯილდოს, სკოლაში წარჩინებული სწავლისთვის, გაიხარეთ და კვლავაც გვასახელეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203