ხაშურის N7 საჯარო სკოლა, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საინტერესო კვლევაში ჩაერთო
23-02-2024

ხაშურის N7 საჯარო სკოლა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვება, სადაც წარმატებას აღწევს.

ამჯერად, სკოლა მცირე საგრანტო კონკურსის - „მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი-აქტიური სკოლის მოდელი“ ფარგლებში, ჩატარებულ კვლევას შეუერთდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული კვლევის ჩასატარებლად მიმართული საქმიანობა პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ დახმარებითა და მენტორობით დაიგეგმა.

ამ თემასთან დაკავშირებით, სკოლას ესტუმრნენ: ამირან გიგინეიშვილი და დავით გოგიჩაიშვილი. სკოლაში, ასევე ჩატარდა მასტერკლასი და დაიგეგმა შეხვედრებიონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევა - „სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობისა და სკოლის, ოჯახისა და თემის პარტნიორობის ასპექტები და შესაძლებლობები“, მიზნად ისახავს ჩვენი სკოლის პოლიტიკაში მშობელთა ჩართულობის დონის დადგენას, კმაყოფილების დადგენასა და არსებული ვითარების გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების განსაზღვრას“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203