
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრებესა და სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, გეზრბენში (კროსი) სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალური სასკოლო ოლიმპიადას შეუერთდნენ, წარმატებით იასპარეზეს და სასურველი შედეგიც დადეს. ნოსირის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ოლიმპიადაში გაიმარჯვა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: