მხატვრული კითხვის ოსტატები ბათუმის N8 საჯარო სკოლიდან
22-02-2024

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული აქტივობები იმართება.

ამჯერად, პედაგოგ ცირა ბოლქვაძის სადამრიგებლო მე-5ე და ეკატერინე თურმანიძის სადამრიგებლო მე-5ვ კლასის რამდენიმე მოსწავლემ ანა კალანდაძის ლექსი - „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, სკოლის დერეფანში, კლასსა და უცხო აუდიტორიის წინაშე მხატვრულად წაიკითხა. მათ ლექსი 1-ელე, 1-ელვ, მე-3ე, მე-4ვ, მე-4თ, მე- 5ბ და მე-5გ კლასებში გააჟღერეს. 

ბოლოს მოსწავლეებმა საკუთარ განცდებზე, შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს და თქვეს, თუ სად შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. სკოლის ქართულის ენის მასწავლებელი თინათინ დავითაძეა. 

აქტივობა - საკლასო ოთახში, სასკოლო გარემოსა და უცხო აუდიტორიასთან წაკითხული ლექსი, მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203