სენაკის N3 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობებით გაჯერებული მოქალაქეობის გაკვეთილი
23-02-2024

სენაკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სახალისო, საინტერესო, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, VII კლასში საინტერესო „მოქალაქეობის“, გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო თემა - „მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ფუნქციები“, გახლდათ. მოსწავლეებმა აღნიშნული თემის ირგვლივ იმსჯელეს, მოიძიეს ინფორმაცია და თავიანთი ცოდნა კლასელებს გაუზიარეს. 

აღნიშნულ თემაზე, მოსწავლეებმა საინტერესო საინფორმაციო პლაკატიც შექმნეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. 

გაკვეთილი საკმაოდ ინტერეაქტიული იყო, მოსწავლეები არგუმენტირებულად განიხილავდნენ განსახილველ თემას და ერთმანეთს მოსაზრებებს უზუარებდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203