„წარმატების მეგზური ყოფილიყოს“ - ქობულეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნოდარ ჯაფარიძე კუთვნილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა 
23-02-2024

„თითოეული მოსწავლის წარმატება, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებელთა წარმატებაა“, - აღნიშნავენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებით ახარებთ. დირექცია და პედაგოგები უდიდეს შრომას დებენ, რათა მოწაფეებს ხარისხიანი და სიღმისეული განათლება მისცენ. რა თქმა უნდა, მათი ძალისხმევა, მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის წყურვილზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორის არიან ოქროს და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულები. 

ამჯერად, სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ნოდარ ჯაფარიძეს გადაეცა კუთვნილი ჯილდო. 

სკოლაში კურსდამთავრებულს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მას წინსვლას უსურვებენ.

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს - ნოდარ ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ წარმატებას, ჩვენ სკოლას კი ვუსურვებ ბეჯით, შრომისმოყვარე, ნიჭიერ და წიგნიერ მოსწავლეთა სიმრავლეს. თითოეული მოსწავლის წარმატება მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელთა წარმატება; გილოცავთ თითოეული მოსწავლის წარმატებას. ნოდისთვის ეს ჯილდო წარმატებების მეგზური ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203