ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ნინო ათაბაძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა
22-02-2024

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებს სიღრმისეულ ცოდნას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად, სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ახალახან გიმნაზიის 2021- 2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ნინო ათაბაძეს კუთვნილი - ოქროს მედალი გადაეცა. 

სკოლაში კურსდამთავრებულს მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნინოს ამ ჯილდოს, ის არის კავკასიის უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი, გრანტოსანი და კვლავ ამართლებს მისი წარმატებით გიმნაზიის იმედს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203