ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
22-02-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ შეისწავლეს, შემდეგ კი ფილმს - „აკაკის აკვანი“ უყურეს. აქტივობაში თითოეული მათგანი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. 

მათ საკუთარი შთაბეჭდილებები როგორც ზეპირად, ისე წერილობით გადმოსცეს. გარდა ამისა, აზრი დააფიქსირეს და მწერლის შესახებაც ისაუბრეს. 

აქტივობას პედაგოგი მ.კიკვაძე უძღვებოდა, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203