
თბილისის N136 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტლექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება-წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა.
ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება.
13 თებერვალს, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ნელი ვიალოვმა ჩაატარა ვიქტორინა. თამაშის პირველი და მეორე ტური მე-5ა, მე-5ბ, მე-5გ კლასებს შორის ჩატარდა.
პირველ ტურში გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი, რომელიც გადავიდა მეორე ტურში და კლასის სახელით თამაში შემდგომ ეტაპზე განაგრძო. ვიქტორინის თემა იყო - „ბუნება ჩვენს ირგვლივ“.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - 1-ელი ადგილი მე-5ბ კლასს ხვდა წილად, მე-2 ადგილზე მე-5ა კლასი გავიდა, მე-3 ადგილი კი მე-5გ კლასს ერგო.
მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ. მათ გადაეცათ სიგელები.
იხილეთ ფოტოები: