„ვანგარიშობთ ზეპირად“ - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მათემატიკური წრის მოსწავლეთა სახალისო აქტივობა
22-02-2024

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ბაზაზე აქტიურად მუშაობს მათემატიკური წრე „ევრიკა“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბი სისტემატიურად ატარებს სახალისო და შემეცნებით აქტივობებს, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „ვანგარიშობთ ზეპირად“, რომლის მიზანი იყო ზეპირად ანგარიშის უნარის განვითარება მოსწავლეებში.

აღსანიშნავია, რომ სახალისო ღონისძიებაში მონაწილეობდა ორი გუნდი: „მინუსი“ და „პლიუსი“. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ექსპერტები“ (მაღალი კლასის მოსწავლეების სახით), რომლებმაც შეაფასეს აქტივობა და გამარჯვებულიც გამოავლინეს, წრის კურატორთან ერთად. 

კურატორმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203