„სწავლა კეთებით“ - თბილისის N16 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, თოჯინები შექმნეს
23-02-2024

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლების თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე აისახება. 

„სწავლა კეთებით“ სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია, რომელიც ემყარება გამოცდილებასა და სოციალურ ინტერაქციას .ის ბავშვებს სხვადასხვა უნარის წარმოჩენის საშუალებას აძლევს და აჩვევს ფიქრს, მოქმედებას, წარმოსახვასა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებს“,-გვეუბნება პედაგოგი ნანა მერკვილაძე, რომელმაც სწორედ აღნიშნული მიზნით მე-2  კლასის მოსწავლეებთან სამუშაოდ შეარჩია საინტერესო კომპლექსური დავალება, რომლის პირობა იყო - „თოჯინის დამზადების პროცესისა და თოჯინის აღწერა“.  დავალების ცნება - ტექსტი; ქვეცნება-აღწერა, აღწერის მახასიათებლები; საკითხი - ხელნაკეთი თოჯინის აღწერა ნიშან-თვისებებისა და თანმიმდევრობის გამომხატველი სიტყვებით.

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და ინტერესით იმუშავეს და ხელნაკეთი თოჯინები შექმნეს. 

დავალება ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. მათ დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

კომპლექსური დავალების აღწერა იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203