„მირონცხებული მეფე დავითი - „მესიის მახვილი“- ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-02-2024
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამჯერად კი, სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი გაიმართა.

„მირონცხებული მეფე დავითი - „მესიის მახვილი“ - ასე ეწოდა პროექტს, რომელიც მე-8² და მე-10² კლასის მოსწავლეებმა, ინტეგრირებულად, ისტორიისა და ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე განახორციელეს.
ისინი გელათის მონასტერს ეწვივდნენ, ისაუბრეს დავით აღმაშენებელზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ესეები დაწერეს.

ღონისძიება მეფე დავითზე შესრულებული სიმღერებით მუსიკალურად გაფორმდა. გარდა ამისა, მერვეკლასელებმა დავით აღმაშენებლის საფლავი ყვავილებით შეამკეს. სკოლაში დაბრუნებულებმა კი პედაგოგებსა და სხვა მოსწავლეებს თავიანთი შთაბეჭდილებები  გაუზიარეს.

აქტივობებიი პედაგოგების - რ.ბაბუნაშვილი, მ.კიკვაძე, ს.მაღლაკელიძე ჩართულობით განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203