
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში ქართული მხატვრული ფილმის - „ნატვრის ხე“ ჩვენება მოეწყო. მოსწავლეებმა ფილმს დიდი ინტერესით უყურეს, შემდგომ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ნინო ფანჩულიძის ხელმძღვანელობით განიხილეს როგორც თავად ფილმი, ასევე გიორგი ლეონიძის მოთხრობა „მარიტა“.
მათ საინტერესოდ ისაუბრეს ნანახი ფილმისა და შესწავლილი მოთხრობის მსგავსება-განსხვავებაზე.
მოსწავლეებმა, ასევე როგორც გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს პატივი მიაგეს სოსო ჯაჭვლიანი ხსოვნას.
ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მსჯელობის უნარებს უვითარებს.
იხილეთ ფოტოები: