
ქუთაისის N38 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს, ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ.
მათ შორისაა მარიამ ობოლაძე, რომელიც „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ მარიამმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზა კონკურსში, თავისი ცოდნა გამოავლინა და დამსახურებული ვერცხლის მედალიც მოიპოვა.
სკოლაში მარიამის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: