ორჯის საჯარო სკოლაში სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 155-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
22-02-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არაერთი საინტერესო აქტივობითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 155-ე წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მის მიმდინარეობაში მე-8 კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ზღაპრის - „ზარმაცი ჰური“ სიუჟეტის მიხედვით, სპექტაკლი გამართეს. მოსწავლეებმა სომეხი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებაც ისაუბრეს.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი მშობლიური ენის მასწავლებელი ლუსინე პაპოიანი გახლდათ, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.