თბილისის N36 საჯარო სკოლაში ​კურსდამთავრებულის - მერაბ დვალიშვილის მიღწევით ამაყობენ და ცნობილ სპორტსმენს ბრწყინვალე წარმატებას ულოცავენ
22-02-2024
თბილისის N36 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ცხოვრების გზაზე არერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში კურსდამთავრებულის, სპორტსმენის - მერაბ დვალიშვილის მიღწევით ამაყობენ. ის UFC 298-ზე ჰენრი სეხუდოს შეხვდა, ღირსეულად იასპარეზა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა. 

მას ამ წარმატებას სრულიად სასკოლო საზოგადოება და სკოლის დირექტორი - მაია კვინიკაძე მთელი სულითა და გულით ულოცავს.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს მერაბ დვალიშვილს წარმატებით ასპარეზობას. კიდევ უამრავ წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მერაბ დვალიშვილის მომდევნო ბრძოლა უკვე სატიტულო იქნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203