ივანდიდის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესო აქივობებით აღინიშნა
22-02-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა მშობლიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული აქტივობები ჩატარდა, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.

ბავშვებმა გაიაზრეს, რომ 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება და თავადაც სიამოვნებით შეუერთდნენ კამპანიას. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს, მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საზოგადოებაში მსგავსი დღეების არსებობის აუცილებლობაც განსაზღვრეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203