თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბიზნესპროექტი, სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში, ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა
22-02-2024

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო პროექტებში და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან. 

ამჯერად, მეათე კლასის მოსწავლეები - მარიამ მეზურნიშვილი, ანანო ზარქუა და ანანო ჯიჯიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში - „განავითარე შენი რეგიონი“, მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს ბიზნესპროექტი, სახელწოდებით- „ნერგები“, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, ჟიურის წევრებმა ის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დაასახელეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სერტიფიკატებით.

სკოლა მადლობას უხდის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საინტერესო პროექტებისათვის და თანამშრომლობისათვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203