ხალიფაურის საჯარო სკოლას სამხედრო მოსამსახურეები საინტერესო პრეზენტაციით ესტუმრნენ
22-02-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლას სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლაში ძალიან საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს, რომლის თემა იყო - „საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია“ (კონსტიტუცია).

შეხვედრა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.

 სტუმრებმა აქტიურმა მოსწავლეები დაასაჩუქრეს.

„ჩვენმა აქტიურმა მოსწავლეებმა სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს...მათი პატარა გულები საქართველოს სიყვარულით ძგერს...და ...მომავალში, საქართველოს სიყვარულისთვის ბევრი მათგანი შეიძლება პროფესიონალი ჯარისკაცი გახდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203