ქუთაისის N15 სკოლის პედაგოგები მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო, საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი სასწავლო პროცესში მოსწავლეებს აქტიურად უზიარებენ.
ამჯერად, ისინი მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „
მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“ მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომუნიკაციების კომისიამ სკოლა და მასწავლებელთა გუნდი დააჯილდოვა.
სკოლაში ამ წარმატებით ამაყობენ და პედაგოგებს კვლავ წინსვლას უსურვებენ
იხილეთ ფოტოები: