ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ჭადრაკში, იმერეთის ჩემპიონატზე
22-02-2024
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ეუფლებიან. აღსანიშნავია, ასევე ისიც, რომ მოსწავლეები ამ ინტელექტუალურ თამაშში გამართულ ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მათ დიდ წარმატებას ჭადრაკში, იმერეთის ჩემპიონატზე, მიაღწიეს.

15 წლამდე ბიჭებში გიორგი ჩალაძემ, 13 წლამდე გოგონათა შორის - ანასტასია ჭიჭინაძემ, 11 წლამდელთა შორის კი მართა დოგრაშვილმა, წარმოაჩინეს შესაძლებლობები და წარმატებით იასპარეზეს.

ისინი აღნიშნული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და მათ მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ უჭერენ მხარს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203