
ქუთაისის N15 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლის კლუბის „ჯადოსნური კიდობნის“ წევრებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაუვიწყარი წუთები აჩუქეს უმცროსკლასელებს - მათ მოთხრობები წაუკითხეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სამყაროს შეცვლა უკეთესობისკენ, მხოლოდ წიგნიერ და ნაკითხ თაობას შეუძლია.
„წიგნის კითხვაზე უკეთესი რომ არაფერია, ეს კარგად აქვთ გააზრებული ჩვენი კლუბის - „ჯადოსნური კიდობანის“ წევრებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საინტერესო მოთხრობები განიხილეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს წიგნის პოპულარიზაციაში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: