
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცოხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათში სპორტისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან და ღირსეულად ასპარეზობენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა დმანისის რაიონში გამართულ მარათონში იასპარეზეს და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავეს.
სკოლამ რეგიონულ შეჯიბრში მონაწილეობის შემდეგ, რუსთავში გამართულ იმავე კონკურსში იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა.
სკოლაში მადლობას უხდიან სპორტის პედაგოგ მამედს და მოსწავლეებს კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: